დამტკიცებულია სსიპ _ თბილისის ვ. სარაჯიშვილის

სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის

სტუდენტური თვითმმართველობის 

2006 წლის 30 ნოემბრის

№ 1 გადაწყვეტილებით

 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობის დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
  1. სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (შემდგომში "კონსერვატორია”) სტუდენტური თვითმმართველობა (შემდგომში "სტუდენტური თვითმმართველობა”) წარმოადგენს "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ფაკულტეტების მიხედვით ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების გზით არჩეულ სტუდენტთა ერთობლიობას.
  2. კონსერვატორიის თითოეული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა შედგება ფაკულტეტის სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი პროცენტული პროპორციის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლებისაგან.
  3. სტუდენტური თვითმმართველობა აირჩევა ოთხი წლის ვადით.
  4. სტუდენტური თვითმმართველობის წევრად აირჩევა მხოლოდ კონსერვატორიის სტუდენტი და დოქტორანტი (ასპირანტი).
  5. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის ყველა სტუდენტს.
  6. სტუდენტური თვითმმართველობის შემადგენლობა განახლებას (შევსებას) ექვემდებარება მისი წევრობიდან რაიმე მიზეზით, რომელიმე წევრის გამოკლების შემთხვევაში. გამოკლებული წევრის ადგილს იკავებს კანდიდატი, რომელმაც იმავე ფაკულტეტზე არჩევნებში ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა.
  7. სტუდენტური თვითმმართველობა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, კონსერვატორიის წესდებისა და ამ დებულების შესაბამისად.
  8. სტუდენტურ თვითმმართველობას შეიძლება ჰყავდეს საპატიო წევრი, რომელიც არ არის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფი კონსერვატორიის სტუდენტი და რომელზედაც არ ვრცელდება ამ დებულებით გათვალისწინებული ნორმები. საპატიო წევრი არ სარგებლობს ხმის უფლებით.
  9. სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა არაპოლიტიზირებულია.
  10. სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს სტუდენტთა ინტერესებს  კონსერვატორიის მართვის ორგანოებში.
  11. სტუდენტურ თვითმმართველობას აქვს საკუთარი ემბლემა, შეიძლება ჰქონდეს დროშა, ჰიმნი და სხვა ატრიბუტიკა, სტუდენტური თვითმმართველობის გადაწყვეტილებით.

სტუდენტური თვითმმართველობის მისამართია:

თბილისი, 0108, ალ. გრიბოედოვის ქ. # 8, აუდიტორია # 215.

ტელეფონი: (+995 32) 996697;

ელ-ფოსტა: tsc_sa@yahoo.com

 

 

მუხლი 2. ძირითადი მიზნები და ამოცანები
  1. სტუდენტური თვითმმართველობის ძირითადი მიზანია  კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზების გზით, სტუდენტების სწავლისა და სწავლების დონის ამაღლებაზე ზრუნვა პროფესიული და აკადემიური ცოდნის მისაღებად;
  2. დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების ინტერესები თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფი კონსერვატორიის მართვის ორგანოებთან ურთიერთობაში;
  3. ხელი შეუწყოს სტუდენტებს უფლებებისა და თავისუფლებების, მათი კანონიერი ინტერესების დაცვაში, განმტკიცებასა და პრაქტიკულ რეალიზაციაში;
  4. დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში;
  5. დახმარება გაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში, პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებაში და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. დახმარება გაუწიოს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფი კონსერვატორიის ადმინისტრაციას სასწავლო პროცესის დახვეწაში;
  6. ხელი შეუწყოს კონსერვატორიის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში სტუდენტთა მონაწილეობა.
  7.  სტუდენტური თვითმმართველობის ამოცანებია:
    • ა) პრიორიტეტული პროექტებისა და წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაზე ზრუნვა;
    • ბ) სწავლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა;
    • გ) სასწავლო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
    • დ) პროგრამებში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა;
    • ე) პროექტების განსახორციელებლად საჭირო ფონდების მოძიებაზე ზრუნვა;
    • ვ) საქართველოსა და საზღვარგარეთის სტუდენტურ  თვითმმართველობებთან (ან შესაბამის გაერთიანებებთან) კონტაქტების დამყარება;
    • ზ) განსაკუთრებით ნიჭიერ  მუსიკოს-შემსრულებელთა (სტუდენტთა) პროფესიული წინსვლის ხელშეწყობა;
    • თ) წინადადებების მომზადება მასტერკლასების ჩასატარებლად ამა თუ იმ მუსიკოსის მოწვევის თაობაზე;
    • ი) სტუდენტური კონცერტების გამართვა
    • კ) თვითმმართველობის მიზნების განხორციელებაზე ზრუნვა კონსერვატორიის მართვის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

 

მუხლი 3.  სტუდენტური თვითმმართველობის უფლებამოსილება
  1. საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე სტუდენტური თვითმმართველობა უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის ინტერესებში შემავალი ყველა საკითხი.
  2. სტუდენტური თვითმმართველობა უფლებამოსილია:
    • ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სტუდენტური თვითმმართველობის დებულება;
    • უზრუნველყოს სტუდენტთა მონაწილეობა კონსერვატორიის მართვაში;
    • ბ) ხელი შეუწყოს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
    • გ) აირჩიოს წარმომადგენლები ფაკულტეტის საბჭოში;
    • დ) შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტისა და კონსერვატორიის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად და წარუდგინოს ისინი შესაბამისად ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით ან აკადემიურ საბჭოებს;
    • ე) აირჩიოს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე;
    • ვ) განსაზღვროს საქმიანობის პრიორიტეტები;
    • ზ) დასვას საკითხი სწავლების დონის ასამაღლებლად საჭირო ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების თაობაზე;
    • თ) გამოიყენოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებები და განახორციელოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.
  3. კონსერვატორიის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
  4. სტუდენტური თვითმმართველობა ფინანსურად დამოუკიდებელია (არ არის დამოკიდებული კონსერვატორიის ბიუჯეტზე).

 

მუხლი 4.  სტუდენტური თვითმმართველობის წევრი
  1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრი აირჩევა შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე და წარმოადგენს მათ ინტერესებს სტუდენტურ თვითმმართველობაში.
  2. სტუდენტური თვითმმართველობის წევრი უფლებამოსილია:
    • ა) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის მართვის ორგანოების მუშაობაში;
    • ბ) არჩეულ იქნეს ფაკულტეტის საბჭოში;
    • გ) დასვას საკითხი სტუდენტური თვითმმართველობის კონფერენციის (სხდომის) წინაშე  და მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში;
    • დ) აირჩიოს და იყოს არჩეული თვითმმართველობის მართვის ორგანოებში;
    • ე) წარადგინოს წინადადებები ამა თუ იმ პროექტის შემუშავების თაობაზე და იყოს მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი (პროექტის კოორდინატორი);
  3. სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ვალდებულია:
    • ა) დაიცვას ფაკულტეტის თითოეული სტუდენტის ინტერესები და კანონიერი უფლებები;
    • ბ) შეასრულოს თავმჯდომარის, თანათავმჯდომარისა და პროექტზე პასუხისმგებელი პირის (კოორდინატორის) დავალებები;
    • გ) სისტემატიურად ეცნობოდეს სტუდენტური თვითმმართველობის წევრისთვის განკუთვნილ საინფორმაციო დაფაზე გამოკრულ განცხადებებს.
    • დ) გაუფრთხილდეს კონსერვატორიის სახელს და იზრუნოს მისი ავტორიტეტის ამაღლებაზე;
    • ე) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული სხვა მოვალეობები.

 

მუხლი 5. მართვა
  1. თვითმმართველობის კონფერენცია
    1. სტუდენტური თვითმმართველობის მართვის უმაღლესი ორგანოა სტუდენტური თვითმმართველობის კონფერენცია (სხდომა), რომელიც:
      • ა) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას;
      • ბ) განსაზღვრავს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის პრიორიტეტებს;
      • გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
      • დ) ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს;
      • ე) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის ლიდერთა საბჭოს;
      • ვ) ხმათა უმრავლესობით უფლებამოსილია დასვას თავმჯდომარის გადარჩევის საკითხი, თუ ის ვერ ასრულებს მისთვის ამ დებულებით წაყენებულ მოთხოვნებს;
      • ზ) უფლებამოსილია დასვას სტუდენტური თვითმმართველობის რომელიმე წევრის გარიცხვის (გადარჩევის) საკითხი შესაბამისი ფაკულტეტის წინაშე, იმ შემთხვევაში თუ ის არღვევს ამ დებულებას, ხელს უშლის თვითმმართველობის სხდომების ჩატარებას, არ ასრულებს დავალებებს, არ მონაწილეობს პროექტების შემუშავებაში, ანუ არ არის თვითმმართველობის აქტიური წევრი;
      • თ) ახორციელებს სხვა მოქმედებებს, სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    2. სტუდენტური თვითმმართველობის კონფერენცია (სხდომა) ტარდება არანაკლებ სემესტრში ერთხელ. რიგგარეშე კონფერენციის (სხდომის) მოწვევის უფლება აქვს თავმჯდომარეს, თანათავმჯდომარეს ან წევრთა უმრავლესობას.
    3. კონფერენციის გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ან/და თანათავმჯდომარის ხმა.
    4. სტუდენტური თვითმმართველობის სხდომებს უძღვებიან სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე, ხოლო სხდომის ოქმებს აფორმებს სხდომის მდივანი; სხდომის მდივანს ასევე ევალება სხდომების ორგანიზება და წევრების ინფორმირება სხდომის ჩატარების დროის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ; სხდომის მდივანს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობა.
  2. სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე
    1. სტუდენტურ თვითმმართველობას მართავს თავმჯდომარე თანათავმჯდომარესთან ერთად, მასვე ეკისრება სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობა სხვადსხვა ორგანიზაციის წინაშე.
    2. თავმჯდომარეს ეკისრება პირადი პასუხისმგებლობა სტუდენტური თვითმმართველობის  საქმიანობის წარმართვაზე.
    3. თავმჯდომარეს ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობა ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების გზით.
    4. სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის კომპეტენციებია:
      • ა) სტუდენტური თვითმმართველობის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტების წარმომადგენლობა კონსერვატორიის მართვის ორგანოების და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წინაშე;
      • ბ) სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის წარმართვა;
      • გ) მიმართულებების ხელმძღვანელების კანდიდატურების წარდგენა დასამტკიცებლად სტუდენტური თვითმმართველობისთვის;
      • დ) შეუძლია შექმნას მრჩეველთა საბჭოები კონკრეტულ პროექტებზე;
      • ე) თანათავმჯდომარის დანიშვნა;
      • ვ) შესამუშავებელი პროექტის შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი ფაკულტეტების სტუდენტების მონაწილეობის უზრუნველყოფა პროექტებში, მათი მომზადებისა და განხორციელების სტადიებზე, ლიდერის წარდგინებით ან უამისოდ;
      • ზ) სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის ხელშეწყობაზე ზრუნვა;
      • თ) ყოველწლიურად (წლის ბოლოს მომავალი წლისათვის) ადგენს საქმიანობის პროგრამას და ბიუჯეტს მოზიდული თანხების საფუძველზე (ლიდერის წინადადებით ან უამისოდ), ზრუნავს ამ პროგრამის განხორციელებაზე;
      • ი) კოორდინაციას უწევს ფონდების მოძიებას კონკრეტული პროექტებისათვის, რისთვისაც აწარმოებს;
      • კ) ზედამხედველობას უწევს კონკრეტული პროექტისათვის მოზიდული სახსრების მიზნობრივ ხარჯვას;
      • ლ) ამ დებულებაში ცვლილებების შემუშავება და სტუდენტური თვითმმართველობის კონფერენციისთვის (სხდომისთვის) წარდგენა დასამტკიცებლად;
      • მ) ანგარიშვალდებულია სტუდენტური თვითმმართველობის წინაშე (ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით);
      • ნ) ახორციელებს სხვა საქმიანობას, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით;
  3. თანათავმჯდომარე
    1. სტუდენტური თვითმმართველობის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანათავმჯდომარე სტუდენტების წარმომადგენელია კონსერვატორიის მართვის ორგანოების წინაშე;
    2. თანათავმჯდომარე კოორდინირებას უწევს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, უფლებამოსილია მოიწვიოს სხდომები, აწარმოოს სხვადასხვა სახის მოლაპარაკება ყველა ინსტანციასთან, რომელიც კავშირშია სასწავლო პროცესის წარმართვასთან;
    3. სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის წარმართვა თავმჯდომარესთან ერთად;
    4. მიმართულებების ხელმძღვანელების კანდიდატურების წარდგენა დასამტკიცებლად სტუდენტური თვითმმართველობისთვის;
    5. შეუძლია შექმნას მრჩეველთა საბჭოები კონკრეტულ სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით;
    6. ეხმარება ლიდერებს და თვითმმართველობის თითოეულ წევრს დავალებების შესრულებასა და პროექტების შედგენაში;
    7. უფლებამოსილია იყოს პროექტის კოორდინატორი;
    8. ეხმარება თავმჯდომარეს თვითმმართველობის სხდომების ორგანიზებაში;
    9. ეხმარება პროექტის კოორდინატორს პროექტის წარმატებით განხორციელებაში;
    10. უფლებამოსილია განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რომელიც მიმართულია სტუდენტური თვითმმართველობის ამ დებულებით დადგენილი საქმიანობის, პირველ რიგში სასწავლო პროცესის გაუმჯობისებისკენ.
  4. ლიდერთა საბჭო
    1. ფაკულტეტის სტუდენტთა ლიდერი (ლიდერთა საბჭოს წევრი) არის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთა ლიდერი სტუდენტურ თვითმმართველობაში, რომელიც აირჩევა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრთაგან, რომელმაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
    2. ფაკულტეტის სტუდენტთა ლიდერი ვალდებულია:
      • ა) უზრუნველყოს ფაკულტეტის სტუდენტთა ინტერესების დაცვა თვითმმართველობაში და კონსერვატორიის მართვის სხვა ორგანოების წინაშე;
      • ბ) უზრუნველყოს სტუდენტთა მაქსიმალური მონაწილეობა თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ პროექტებში;
      • გ) განახორციელოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილება.

 

სტუდენტური თვითმმართველობის  ძირითადი მიმართულებები და მათი მოცანები:

 

  1. სასწავლო პროგრამებისა და გეგმების მიმართულება – არსებული სასწავლო პროგრამების მუდმივი მონიტორინგი მათი გაუმჯობესების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, წინადადებების მომზადება ცვლილებების თაობაზე;
  2. საკონცერტო-საკონკურსო, საფესტივალო და საკონფერენციო მიმართულება – უზრუნველყოფს კონცერტის, კონკურსის, ფესტივალისა თუ კონფერენციის ორგანიზებას. კონტაქტების დამყარებას უცხოეთის სხვადასხვა მსგავს სასწავლო და საკონცერტო დაწესებულებებთან და ცალკეულ შემსრულებლებთან; ფესტივალებსა და კონკურსებზე წარსადგენად სტუდენტთა შერჩევის  ორგანიზებას;
  3. საზოგადოებასთან (მათ შორის სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტურ თვითმმართველობებთან) ურთიერთობებისა და საინფორმაციო მიმართულება – შეიმუშავებს წინადადებებს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტურ თვითმმართველობებთან კონტაქტების დამყარების თაობაზე, ამყარებს კონტაქტებს, კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სხვა მიმართულებებთან თანამშრომლობის გზით, ამზადებს და აწვდის ინფორმაციას წებ-გვერდზე განსათავსებლად;
  4. პროექტების მომზადების მიმართულება – სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა ან ცალკეულ სტუდენტთა წინადადებების საფუძველზე, კონკრეტული პროექტების მომზადების უზრუნველყოფა, პროექტების განხორციელების გეგმის შემუშავება, მათში მონაწილე სავარაუდო პირთა განსაზღვრითა და განხორციელების გრაფიკის ჩათვლით;
  5. ვებ-გვერდის შექმნა და განახლება – სტუდენტური თვითმმართველობის წებ-გვერდის მომზადება, მისი მუდმივი განახლება, სხვა მიმართულებებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
  6. ფონდების მოძიების განყოფილება – შეიმუშავებს წინადადებებს პროექტების განსახორციელებლად საჭირო სახსრების თაობაზე და ზრუნავს ფონდების მოძიებაზე;
  7. საორგანიზაციო - უზრუნველყოფს თვითმმართველობაში შემოსული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვა-რეგისტრაციას, დავალებების შესრულების კონტროლს და შეხვედრების ორგანიზებას;
  8. სპორტული მიმართულება – უზრუნველყოფს მონაწილეობის მიღებას სპორტულ (სტუდენტურ) ღონისძიებებში.

საავტორო უფლებები © თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო კონსერვატორია 2006
საიტი შექმნილია ITDC-ს მიერ