მონსერატ კაბალიეს სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი
გაიმართება 2012 წლის 2 - 8 სექტემბერს სარაგოსაში (ესპანეთი). კონკურსი საოპერო ჟანრისადმია მიძღვნილი და მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა 33 წლამდე ასაკის მომღერალს.
საბუთები მიიღება 2012 წლის 2 ივლისამდე.
რეგისტრაცია და კონკურსში მონაწილეობა არის უფასო.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების გაგზავნა ფოსტით, ფაქსით, ასევე, ინტერნეტის საშუალებით:
-
სრულად შევსებული და ხელმოწერილი აპლიკაციის ფორმა;
-
Curriculum vitae (CV)
-
პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
-
მუსიკალური განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატი;
-
ტიტულების, დიპლომების ასლები, ასევე, პედაგოგის სარეკომენდაციო წერილი.
-
ერთი ფოტოსურათი.
კონკურსანტმა უნდა მოამზადოს სამი არია იმ სავალდებულო არიების ჩამონათვალიდან, რომელიც მოცემულია კონკურსის ვებ-გვერდზე, ასევე, თვითონ უნდა შეარჩიოს სამი არია, რომელიც, შესაძლოა, შედიოდეს ან არ შედიოდეს სავალდებულო არიების ჩამონათვალში.
(ნებისმიერი ცვლილება არიებთან დაკავშირებით უნდა ეცნობოს საორგანიზაციო კომიტეტს 2012 წლის 2 ივლისამდე).
1. წინაშესარჩევი ტური გაიმართება 2012 წლის 2, 3, 4, 5, და 6 სექტემბერს.
კონკურსანტი ასრულებს ერთ არიას, რომელიც მის მიერ არის შერჩეული და აღნიშნულია აპლიკაციის ფორმაში.
2. ნახევარფინალური ტური შედგება 2012 წლის 7 სექტემბერს.
კონკურსანტი ასრულებს ერთ სავალდებულო არიას, რომელიც აღნიშნულია აპლიკაციის ფორმაში და შერჩეულია ჟიურის მიერ.
არია, რომელიც უნდა შესრულდეს ფინალში, ასევე შეირჩევა ჟიურის მიერ და ეცნობება კონკურსანტს იმავე საღამოს.
3. ფინალური ტური გაიმართება 2012 წლის 8 სექტემბერს.
ფინალისტი ასრულებს ჟიურის მიერ შერჩეულ ერთ არიას.
დამატებითი ინფორმაციისათვის:
www.concursocaballe.org





