სტუდენტების საყურადღებოდ!!!

დაიდო 2014-2015 სასწავლო წლის I სემესტრის 
განმეორებითი გამოცდების ცხრილი.



ვულოცავთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტს ალექსანდრე თედიაშვილს საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემიის „წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება“ ნომინაციაში -  „სპექტაკლისთვის შექმნილი საუკეთესო ორიგინალური მუსიკა“ გამარჯვებას (მუსიკა ცხინვალის ი. მაჩაბლის სახელობის თეატრის სპექტაკლისთვის „ჯაყო“).

International Journal of Humanities and Social Science

ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების საერთაშორისო ონლაინ ჟურნალი, ახალგაზრდა მეცნიერებს სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობას გამოაქვეყნონ თავიანთი სტატიები ისეთ წამყვან სამეცნიერო ჟურნალში როგორიცაა: International Journal of Humanities and Social Science (IJHSS) ISSN 2220-8488 (Print), 2221- 0989 (Online).

სამეცნიერო ჟურნალის არეალი მოიცავს ხელოვნების დარგებს: მუსიკა, თეატრი, ცეკვა. ჟურნალის ონლაინ და ბეჭდური ვერსია გამოიცემა 2015 წლის 28 თებერვალს. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 31 იანვარი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

ვრცლად >>



26 იანვარს 19:00 სთ-ზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბერლინის ფონოგრამარქივის ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოცემული, პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცებისგან ჩაწერილი ხალხური სიმღერების კრებულის – ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში, 1916-1918 წწ.“ პრეზენტაცია-კონცერტი

 

 

ვრცლად >>

 

 



ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი

2015 წლის 16 - 23 ივნისს ნიუ იორკში კაუფმანის მუსიკის ცენტრში გაიმართება ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი.

ვრცლად >>



საერთაშორისო კონკურსი
9th International Hilde Zadek Voice Competition

2015 წლის 6 - 11 აპრილს ვენაში (ავსტრია) გაიმართება ჰილდე ზადეკის სახელობის ვოკალისტთა მე-9 საერთაშორისო კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მომღერალს, რომელიც დაბადებულია 1983 წლის 1 იანვრის შემდეგ. (გამონაკლისს წარმოადგენენ ლირიკული სოპრანოები, რომელთა დაბადების თარიღი შესაძლოა იყოს 1983 წლის 1 იანვარი).
მონაწილეობის მსურველებს საბუთების გაგზავნა შეუძლიათ 2015 წლის 2 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის:
http://mdw.ac.at/zadek-competition/Der_Gesangswettbewerb/



საერთაშორისო მასტერ-კლასები

2015 წლის 19 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე სტრასბურგის (საფრანგეთი) კომპოზიციის აკადემია მართავს საერთაშორისო მასტერ-კლასებს კომპოზიციაში.
მასტერ-კლასებში მონაწილეობის მიღება შეუძლია მუსიკოსს, რომელიც დაბადებულია 1980 წლის 1 იანვრის შემდეგ.

ვრცლად >>



გამოვიდა ბუდაპეშტის მუსიკის ეროვნული უნივერსიტეტის მუსიკოლოგიური ჟურნალის მორიგი ნომერი, რომელიც მიეძღვნა ძველი ქართული პროფესიული მუსიკის შესწავლის პრობლემებს.
იხილეთ ბმული:
http://www.musicologytoday.ro/currentIssue.php






საერთაშორისო მასტერკლასები 2015

 

 

ვილკროზის (საფრანგეთი) მუსიკის აკადემია Academie Musicale de Villecroze მართავს საერთაშორისო მასტერკლასებს შემდეგ ნომინაციებში:

ვრცლად >>



საერთაშორისო კონკურსი

2015 წლის 16 - 17 მაისს ქალაქ ნანტსა და ქალაქ ანჟეში (საფრანგეთი, ლუარის ველი) გაიმართება ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო კონკურსი.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინსტრუმენტულ ანსამბლებს, რომლებიც ასრულებენ ბაროკოს ეპოქის მუსიკას და რომელთა საშუალო ასაკი არ აღემატება 30 წელს.

ვრცლად >>



2015 წლის 11 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება კონსერვატორიისა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია "საეკლესიო და თეორიული მუსიკოლოგიის აქტუალური პრობლემები", რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას.

 

ვრცლად >>



2015 წლის 11 იანვარი, კვირა
კონსერვატორიის მცირე დარბაზი 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის მიმართულება

ქრისტეშობისადმი მიძღვნილი
სიმღერა-გალობის კონცერტი

დასწრება თავისუფალია

დასაწყისი 18 სთ.



ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია
27.12.14

Free Art და Tedart
წარმოგიდგენთ
ოლაფურ არნალდსის მუსიკის საღამოს

დასწრება თავისუფალია

 <<<<

მე-4 სართული, 401-ე აუდიტორია
დასაწყისი 19:00 სთ



სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების სტუდენტთა საყურადღებოდ!

ფრანგული სიმღერისა და ოპერის აკადემია (Academy of French Song and Opera  - AFSO). გთავაზობთ ფრანგულ რეპერტუარში გაწაფვას და გაძლევთ ფანტასტიურ შესაძლებლობას დაეუფლოთ ფრანგულ საოპერო არიებსა და რომანსებს, ასევე ფრანგულ ენაზე სიმღერის სპეციფიკას და სტილისტიკას.

მასტერკლასები ტარდება ტულუზაში, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით. არის 6 მომღელის ადგილი
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 3 აპრილი.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.



საბაკალავრო პროგრამა "მუსიკა და დღევანდელობის"
(სპეციალობა - მუსიკის ტექნოლოგიები)
პირველკურსელთა საყურადღებოდ!


კონსულტაცია საგანში "შესავალი მუსიკის ისტორიაში" (პედ. ლ. კაკულია) ჩატარდება 24 დეკემბერს 16 საათზე.

სასწავლო დეპარტამენტი






საავტორო უფლებები © თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2011
X
Change Password
User Name  
Password  
Re-type Password