მანანა დოიჯაშვილი

 

 

დაიბადა 1947 წლის 5 ნოემბერს თბილისში.

1966-1967 წწ. - მოსკოვის გნესინების სახ. ინსტიტუტი (პროფ. ა. იოხელესის კლასი)

1967-1971 წწ. - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ.სახელმწიფო კონსერვატორია, საფორტეპიანო ფალულტეტი (პროფ. თ. ამირეჯიბი)

1971-1973 წწ. - ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა

 

 

 

1975 წ.  სტაჟირება მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფ. ს. ნეიჰაუზი).

 

პედაგოგიური მოღვაწეობა:

1973-1974 წწ. - სპეც. ფორტეპიანოს კათედრის მასწავლებელი
1974-1980 წწ. - უფროსი მასწავლებელი
1980-1983 წწ. -დოცენტის მ. შ.
1983-1992 წწ. - დოცენტი
1992-1997 წწ. - პროფესორის მ.შ.
1997წ. – პროფესორი.

 

შემოქმედებითი მოღვაწეობა:

კონკურსები:

1965 წ. - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი,   საქართველოს ფილარმონიის სოლისტი
1970 წ. - ჯ. ენესკუს სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (რუმინეთი), სპეციალური პრემია ჯ. ენესკუს სონატის საუკეთესო შესრულებისათვის
1974 წ. – ბ. სმეტანას სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (გრან-პრი), (ჩეხოსლოვაკია)
1977 წ. - სიდნეის I საერთაშორისო კონკურსი(ავსტრალია)

აქვს ჩანაწერები აუდიო კასეტებზე, ფირფიტებზე და ლაზერულ დისკებზე, როგორც სოლო პროგრამებისა და კამერული მუსიკის,  ასევე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი ჩანაწერები დაცულია რადიოს ოქროს ფონდში.

 

ამონარიდები პრესიდან:

"მომაჯადოებელი ნიჭი, ზომიერების გრძნობა, თვითჩაღრმავების უნარი და ღრმა ინტელექტი შეხამებულია ყოველგვარ ნერვოზულობას მოკლებულ ტემპერამენტთან და უმაღლესი კლასის არტისტიზმთან"  (მარგარიტა ჩხეიძე, გაზეთი "Заря Востока")

"მის შესრულებაში გატყვევებს მშვენიერი, სისხლსავსე პიანიზმის ჰარმონია და ბუნებრივი მუსიკალურობა"  (დიმიტრი ბაშკიროვი, ჟურნალი"Музыкальная Жизнь")

"მანანა დოიჯაშვილის შესრულება გამოირჩევა განსაცვიფრებელი გულწრფელობით, ლირიზმით, რაც უფრო მეტად უსვამს ხაზს მისი სტილის დახვეწილობასა და ტექნიკურ ოსტატობას. იგი იპყრობს მსმენელს შუმანის ინტერპრეტაციით და მოცარტის ნაწარმოების შესრულების იშვიათი და დახვეწილი მანერით" (გაზეთი "The Sydney Herald")

"მე მოვიხიბლე მისი დაკვრის ექსპრესიულობითა და ტემპერამენტით. მსოფლიოში მრავლად არიან დიდი პიანისტები, რომელთა დაკვრა სრულებით არ მაღელვებს. ამავე დროს, საქართველოში არის მშვენიერი პიანისტი, რომლის სახელი ჩემთვის დღემდე უცნობი იყო და რომელიც გამოჩენილ პიანისტთა სათავეში უნდა იდგეს"  (ჟან პოლ სევილა, მუსიკის პროფესორი, საფრანგეთი)

"შუმანის მისეული ინტერპრეტაცია შთამბეჭდავია მუსიკის კონცეფციის თვალსაზრისით და შეიძლება ერთ რიგში დავაყენოთ კლაუდიო არაუს და ვილგელმ კემპფის მიერ შესრულებულ ვერსიებთან"  (აქილეს დელ ვინიე, მუსიკის პროფესორი, არგენტინა).

 

წოდებები, პრემიები: 

1976 წ. -  საქართველოს რესპ. დამსახურებული არტისტის წოდება
1989 წ. - სახალხო არტისტის საპატიო წოდება
1999 წ. - ღირსების ორდენი
2001 წ. - საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
2003 წ. - ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია მრავალფეროვანი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
2004-2005 წწ. - რუსეთის საშემსრულებლო ხელოვნების ფონდის პრემია საშემსრულებლო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის
2005 წ. - საფრანგეთის რესპუბლიკის "ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის რაინდის" საპატიო წოდება
2005 წ. - საქართველოს საგანმანათლებლო და შრომითი საქმიანობის ურთიერთდახმარების საერთაშორისო ფონდის "მშვიდობის ელჩის" პრემია
2005 წ. -"მსოფლიოს სახალხო დიპლომატის" საპატიო წოდება სამშვიდობო მისიაში აქტიური მონაწილეობისათვის – გაეროს "მშვიდობის საელჩოს" მიერ მინიჭებული
2006 წ. - საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსი
2010 წ. - "ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი"
2012 წ. - იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის "სოლიდარობის ორდენის კავალერი"
2012 წ. - შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია.

 

 
გასტროლები:

რუსეთი, სსრ კავშირის რესპუბლიკები, ავსტრია, ა.შ.შ., ესპანეთი, ფინეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, ავსტრალია,  არგენტინა, კორეა, გერმანია, ისლანდია, რუმინეთი, ისრაელი.

სხვადასხვა წლებში გამოდიოდა მსოფლიოს სახელგანთქმულ დარბაზებში:  ბუქარესტის "ატენეუმში", მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში, სანქტპეტერბურგის ფილარმონიის დიდ დარბაზში, ლაიპციგის "გევანდ ჰაუზში", ზალცბურგის "მოცარტეუმში",  სიდნეის "ოპერა ჰაუზში", ჰელსინკის "ფინლანდია ჰოლში", გრანადოსის "ალბენის ჰოლში".

რეპერტუარი მოიცავს კლასიკურ, რომანტიკულ, თანამედროვე დასავლეთევროპულ და ქართულ მუსიკას.

 

 

საზოგადოებრივი მოღვაწეობა:

1987-1988 წწ. - ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის - "მსოფლიოს სახელგანთქმული  პიანისტების" ავტორი
1988 წ. - დააარსა საკონცერტო ფირმა "კლასიკა" (გენერალური დირექტორი)
1995 წ. - საფუძველი ჩაუყარა "საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა" კონკურსს (1995)
1996 წ. - კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენ. დირექტორი
1997 წ. დაარსა "პიანისტთა თბილისის საერთაშორისო" კონკურსი
1997 წ. - საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის საერთაშორისო ფესტივალს  "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები"
1997 წ. - დიდი ხნის უმოქმედობის შემდეგ მისი თაოსნობით აღდგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
1998 წ. -  დაარსა საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი - დირექტორი
2000 - 2011 წწ. - თბილისის სახელმწიფო  კონსერვატორიის რექტორი
2001 წ. - შექმნა "კონსერვატორიის მზრუნველთა საბჭო" (სპონსორები) და კონსერვატორიის განვითერების ფონდი
2001-2007 წწ. - მისი თაოსნობით მოხდა კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია - რეორგანიზება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა.
2002 წ. - საფუძველი ჩაუყარა "ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს" 
და "ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს" თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში
2002 წ. - მისი თაოსნობით პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი გახდა ჟენევის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის წევრი
2008 წ. - მისი ინიციატივით ფედერაციის ასამბლეა ჩატარდა თბილისში
2005 წ. - მისი თაოსნობით კონსერვატორია გახდა ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი
2008 წ. - დააარსა ფ. შოპენის სახ. ნორჩ პიანისტთა კონკურსი
2009 წ. - დააარსა კონსერვატორიასთან არსებული 11 წლიანი სამუსიკო სემინარია;
2009 წ. - მისი ინიციატივით დაიწყო სამუსიკო სემინარიის შენობის (ჩუბინაშვილის ქ. №42) რეკონსტრუქცია
2010 წ. - მისი ინიციატივით სემინარიის შენობაში დაფუძნდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა "ჩვენი სკოლა"  სემინარიის მოსწავლეთათვის, რის შედეგადაც აღდგა ინტეგრირებული სწავლების ტრადიცია
2009-2010 წწ. - საქართველოში უწყვეტი სამუსიკო განათლების რეფორმის ინიციატორი
2012 წ. - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სემინარიასთან დააარსა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შერჩეულ ნიჭიერ ბავშვთა პანსიონი
2011 წ. - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე
2011 წ. - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი და მცირე დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

 

ჟიურის წევრი, საპატიო სტუმარი და თავმჯდომარე საერთაშორისო კონკურსებზე:

ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი (სომხეთი)
პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი
შოპენის სახ. საერთაშორისო კონკურსი (იუგოსლავია)
ა. რუბინშტეინის სახ. საერთაშორისო კონკურსი (ისრაელი)
ტანეევის სახ. კამერული მუსიკის საერთაშორისო კონკურსი (რუსეთი)
კასაგრანდეს სახ. საერთაშორისო კონკურსი (იტალია)
ხაჩატურიანის სახ. საერთაშორისო კონკურსი (სომხეთი)
სერებრიაკოვის სახ. საერთაშორისო კონკურსი (რუსეთი)
ბუზონის სახ. საერთაშორისო კონკურსი (იტალია)
პრიტორიის საერთაშორისო კონკურსი (სამხრეთ აფრიკა)
როდოსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (საბერძნეთი)
სიდნეის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (ავსტრალია).
ინდიანა პოლისის საერთაშორისო კონკურსი (აშშ)
ნიდერლანდების პიანისტთა ნაციონალური კონკურსი
ფ. შოპენის სახ. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (ვარშავა)
ქსიამენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი (ჩინეთი)

 

 

აღზრდილები: 

30-მდე გამოშვება, მათ შორის არიან რესპუბლიკური და საერთაშორისო  კონკურსების ლაურეატები თამარ კორძაძე, რუსუდან მეიფარიანი, ირინა სხირტლაძე, ნინო ღარიბაშვილი.

 

კონტაქტი:

ტელ./ფაქსი: 995 (32) 299-53-02
ელ-ფოსტა:  vicerector@conservatoire.edu.ge

 

www.mananapiano.ge

კონტაქტი:

რექტორის მოადგილე

ტელ: (+995 32) 2 99 53 02

email: vicerector@tsc.edu.ge

 

მისამართი:

0108, თბილისი,

გრიბოედოვის ქ. 8-10