ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის
საზღვარგარეთთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია
(გრძელვადიანი 2010-2016 წწ)
მიზანი:
საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის (შემდგომში თსკ) ინტეგრაცია.
ამოცანები:
- მდგრადი საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბება, განვითარება და ეტაპობრივი სრულყოფა
- მობილობის ამაღლება და ხელშეწყობა
- კონსერვატორიის მიმზიდველობის გაძლიერება, როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ; მისი კონკურენტუნარიან უმაღლესად ჩამოყალიბება საერთაშორისო დონეზე.
- პარტნიორული ურთიერთობების განვითერბა თსკ-სა და საჯარო/კერძო სექტორს, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. უმაღლესის შესახებ ფართო საინფორმაციო საქმიანობის წარმოება.
შედეგები:
- გრძელვადიანი და მოკლევადიანი ერთობლივი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტები
- ინტერნაციონალიზაციის პროცესში თსკ-ის აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული პერსონალის და სტუდენტების მობილობა
- მაღალი საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე აკადემიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი პერსონალის უმაღლესში მოწვევა და საერთაშორისო სასწავლო გარემო
- უმაღლესებს შორის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა და თანამშრომლობა
ძირითადი პრინციპები:
- ერთობლივი გრძელვადიანი და მოკლევადიანი შემოქმედებითი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების/ღონისძიებების სისტემატური დაგეგმვა და განხორციელება
- სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის აქტიური ჩართვა საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და შემოქმედებით პროგრამებში/პროექტებში
- კონსერვატორიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა და გამჭვირვალობა
- აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მობილობით ადამიანებსა და ინსტიტუციებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობას გაძლიერება და ევროპული განზომილების დამკვიდრების ხელშეწყობა თსკ-ში.
დაგეგმილი აქტივობები:
- თსკ აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალი აქტიური ჩართვა ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების (გრძელვადიანი, მოკლევადიანი, ერთჯერადი) შემუშავებასა და სრულყოფის პროცესში
- პარტნიორი უცხოური რელევანტური უმაღლესების აკადემიური, სამეცნიერო პერსონალის აქტიური მონაწილეობა საგანმანათლებლო/შემოქმედებითი პროექტების შემუშავებასა და სრულყოფაში
- სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების გზით თსკ-ის პროფესორების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია.
- თსკ სტუდენტების აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა ევროპულ საერთაშორისო ღონისძიებებეში (კონკურსები, წინასწარი შესარჩევი მოსმენები, მასტერკლასები, საზაფხულო სკოლები, ვორქშოფები და ა.შ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ)
- ინოვაციური ერთობლივი პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა
- ერთობლივი საერთაშორისო პროექტების ფოკუსირება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ ზრდაზე (ტრენინგები როგორც გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროექტების ფარგლებში),
- კონსერვატორიის პოზიტიური იმიჯის შექმნის, გამყარების და გამოცდილების გაზიარების მიზნით მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში, სემინარენში, სამიტებში, კონგრესებში და ე.წ. WG – სამუშაო ჯგუფებში
- საერთაშორისო გაერთიანებების ქსელის გაფართოება
- პარტნიორული ურთიერთობების გაფართოება
- ერთობლივი საერთაშორისო პროექტების ფოკუსირება საშემსრულებლო სპეციალობებზე და სტაბილური ადგილების მოპოვება წამყვან უცხოურ უმაღლეს სამუსიკო სასწავლებლებში BA და MA საგანმანათლებლო დონეებზე
- ინსტიტუციურ განვითარება და ახალი ტექნოლოგიური სტუდიის დანერგვა თსკ-ში
- მსოფლიოში აღიარებული უცხოელი აკადემიური პერსონალის/შემსრულებელების, სააგენტოების, ასოციაციების და საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მუსიკოსების, ჩართავა თსკ სასწავლო და შემოქმედებით პეოცესში
- საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შესაბამისად, თსკ-ში უცხოელ სტუდენტთა პროპორციის გაზრდა და მათთვის ძირითადი სალექციო კურსების ინგლისურ ენაზე უზრუნველყოფა
- უცხოელი სტუდენტებისათვის “მეურვეობის” სისტემის გაუმჯობესება და დახვეწა მათი უმაღლესში უკეთ ინტეგრაციის მიზნით
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის დაბალანსებულ მობილობაზე ზრუნვა.
- მობილობის ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების დაძლევა
- პროფესორების და ასოცირებული პროფესორიების ვაკანსიების საერთაშორისო ქსელში განთავსება
- საერთაშორისო პროექტების საინფორმაციო უზრუნველყოფა (განთავსება ვებ-გვერდზე, რეკლამა მასმედიის საშუალებით)
- სტუდენტებისათვის სწავლისა და წვრთნის შესაძლებლობისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის და მომსახურების ხელმისაწვდომობა.





