სტუდენტთა საყურადღებოდ!

ამოქმედდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ვებგვერდი (http://geofl.ge/) ქართული როგორც უცხო ენა.

ვებგვერდზე განთავსებულია სამინისტროს „ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამის“ ფარგლებში შესრულებული სასწავლო, მეთოდური თუ დამხმარე მასალები. სახელმძღვანელოები იქმნება ენის ფლობის დონეების შესაბამისად და ითვალისწინებს საერთო ევროპულ ენობრივ კომპეტენციებს.

ვებგვერდზე განთავსებული მასალებით სარგებლობა თავისუფალია.



საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი პოლონეთში
International meetings of young musicians - 38th Bydgoszcz Musical Impressions

2015 წლის 29 ივნისიდან - 4 ივლისამდე ბიდგოშჩში (პოლონეთის რესპუბლიკა) გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი.

 ვრცლად >>  



 

შეუერთეთ თქვენი ხმა დედამიწის გუნდს - 
Your Voice for One Earth Choir

ინტერკულტურული პროექტი, რომლის მიზანია მსოფლიოს ხალხთა გაერთიანება ერთი მიზნით - ისაუბრონ დიალოგისა და ხელოვნების ენაზე.

ვრცლად >>   



საერთაშორისო კონკურსი
22nd Jeunesses International VIOLIN Competition ”Dinu Lipatti” 2015

2015 წლის 16 - 23 მაისს ბუქარესტში (რუმინეთი) გაიმართება 22 – ე საერთაშორისო სავიოლინო კონკურსი შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში:
1. მონაწილეობის მიღება შეუძლია 14 წლამდე ასაკის მევიოლინეს;
2. 14 – დან 18 წლამდე ასაკის მევიოლინეს და
3. 18 – დან 30 წლამდე ასაკის მევიოლინეს.

ვრცლად>>  



სიმებიანი კვარტეტი ”ლალეს” და გერმანელი დირიჟორის და კომპოზიტორის პიერ-დომინიკ პონელის კონცერტები თელავსა და თბილისში

გერმანიის საელჩო გულითადად გეპატიჟებათ ქართული სიმებიანი კვარტეტის ”ლალეს” (ხელმძღვანელი - ბატონი ნოდარ ჟვანია და გერმანელი დირიჟორი და კომპოზიტორი პიერ-დომინიკ პონელე) კონცერტებზე, რომლებიც 29 და 30 ნოემბერს თელავსა და თბილისში გაიმართება.

ვრცლად >>



თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმი

1 დეკემბერი, 2014 წ.

გახსენება
ალექსანდრე შავერზა
შვილი
95

მონაწილეობენ თბილისის კონსერვატორიის
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები

საღამოს უძღვება
მუსიკისმცოდნე ნანა ლორია


 

დასაწყისი 17:00 



ახალგაზრდა მუსიკოსთა III  საერთაშორისო კონკურსი “Kaunas Sonorum”
The III International Competition of Young Musicians “Kaunas Sonorum”

2015 წლის 4 -17 ნოემბერს კაუნასში (ლიტვის რესპუბლიკა) გაიმართება ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსი.

ვრცლად >>



JSTOR - სამეცნიერო არქივი. ათასობით აკადემიური ჟურნალი და გამოცემა.

ჩაირთო JSTOR Archive ელექტრონული ბაზის საცდელი 10 დღიანი ვერსია: http://www.jstor.org/

შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ ონლაინ რეჟიმში გაეცნოთ  უნიკალურ საარქივო მასალას. თემატიკა ვრცელია და მოიცავს როგორც ანოტაციებს, ასევე, სრულ ტექსტებს.

თავისუფალი წვდომა შესაძლებელია კონსერვატორიის კომპიუტერებიდან  1 დეკემბრამდე.



თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია
21 ნოემბერი, პარასკევი

გიორგი მელიქიშვილი
(აშშ)

დრამი, იმპროვიზაცია, კომპოზიცია
ვორქშოფი

დასაწყილი 13 საათზე
აუდიტორია 401



საერთაშორისო კონკურსი
Montreal International Musical Competition 2015 (Voice Edition)

2015 წლის 25 მაისიდან 5 ივნისამდე მონრეალში (კანადა) გაიმართება საერთაშორისო კონკურსი ვოკალში. მონაწილეობის მიღება შეუძლია 33 წლამდე ასაკის მომღერალს. საბუთები მიიღება 2014 წლის 15 დეკემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის:
http://www.concoursmontreal.ca/



ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია
21 ნოემბერი, პარასკევი 2014 წელი

ემრე არაჯი
(დიდი ბრიტანეთი)
დირიჟორი, მუსიკოლოგი

 

ლ ე ქ ც ი ა

ევროპული მუსიკა ოსმალურ პერიოდში

დასაწყისი 11 საათზე   
აუდიტორია 421   



საერთაშორისო კონკურსი
International Student Lied Duo Competition

2015 წლის 10 - 12 აპრილს ენსხედეში (ნიდერლანდები) გაიმართება საერთაშორისო კონკურსი დუეტებისთვის – ფორტეპიანო და ვოკალი.

ვრცლად >>



ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია
19, 20 ნოემბერი

სტივენ სპუნერი
(აშშ)

მ ა ს ტ ე რ კ ლ ა ს ი
(ფორტეპიანო)

დასაწყისი 11 საათზე   
აუდიტორია 202   



აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2014/2015 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე "ვოკალის ხელოვნება".

პროგრამაზე დაიშვებიან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც მიღებული აქვთ უმაღლესი სამუსიკო განათლება.
ჩარიცხვა განხორციელდება შემოქმედებითი ტურის მეშვეობით.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

ვრცლად >>



სტუდენტების საყურადღებოდ ! ! !

კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები

2014 წლის 18 ნოემბერს 11:00-17:00 სთ-მდე გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები.
კანდიდატთა რეგისტრაციისათვის გთხოვთ მიმართოთ კონსერვატორიის იურიდიულ სამსახურს 2014 წლის 14 ნოემბრამდე 11:00-17:00 სთ-მდე  (ოთახი № 212).



 20 ნოემბერი, ხუთშაბათი,   17  საათი

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 
№ 421 აუდიტორიაში (IV სართული) შედგება

მაია სიგუას  სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე:

"ანტიკური ბერძნული ტრაგედიის ჟანრული მახასიათებლები XX საუკუნის მუსიკალურ თეატრში (არისტოტელეს ,,პოეტიკის” მიხედვით)"

ვრცლად>>



თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმი

კამერული ანსამბლისა და კვარტეტის მიმართულება

17 ნოემბერი, 2014 წ.

გახსენება
ბაადურ დიაკვნიშვილი

მონაწილეობენ კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები

საღამოს უძღვება
პროფესორი ნათელა კვირკველია

დასაწყისი 17:00

 






საავტორო უფლებები © თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2011
X
Change Password
User Name  
Password  
Re-type Password